ათოვდა ზამთრის ბაღებს
იერსახე
ათოვდა ზამთრის ბაღებს ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
1916 წელი |
ათოვდა ზამთრის ბაღებს,
მიჰქონდათ შავი კუბო,
და შლიდა ბაირაღებს
თმაგაწეწილი ქარი.
გზა იყო უდაბური,
უსახო, უპირქუბო.
მიჰქონდათ კიდევ კუბო...
ყორნების საუბარი:
დარეკე! დაუბარე!
ათოვდა ზამთრის ბაღებს.