შინაარსზე გადასვლა

ალპები

ვიკიწყარო გვერდიდან
ალპები
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


კარგია, კარგია მაღალი ალპები,
როს ნისლი ეხვევა, ან ქარის აფრები,
ან როცა სიმშვიდის იპყრობს ლეტარგია,
ან როცა იღვიძებს, - კარგია, კარგია!

ასე, პოეზიის მაღალი მახვილი,
იმ მზისა თუ ნისლის სწორად ამსახველი,
ღამით თუ ცეცხლია, მშვიდ დროში სარკეა,
თანაბრად დიდია, თანაბრად კარგია!