ამ ბნელი ღამით
იერსახე
ამ ბნელი ღამით ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ამ ბნელი ღამით ვიღაც დადის საქართველოში.
ამ ბნელი ღამით ვიღაცა კვნესის.
ვახსენოთ ჩვენ ის უკანასკნელ სადღეგრძელოში.
სადღეგრძელოში ვახსენოთ ჩვენ ის.
ამ ბნელი ღამით სადღაც ისმის ხმა დაირისა.
თვალი მევსება ცრემლების ნამით.
უკვე ცისკარმა შორი მთები დააირისა...
ის კი... კვლავ კვნესის ამ ბნელი ღამით.