აღავსე, მზეო
იერსახე
აღავსე, მზეო ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
აღავსე, მზეო,
ეს შემოდგომა
ნაყოფით, რასაც
ვთვლით და ვერ ვითვლით,
დამავალ შუქის
ფერთა მოდგომა
ტოტთა სიუხვით,
ფერთა სიყვითლით.
რომ ამაყობდეს
მოწევის დროით
შრომა დიადი,
შრომა სამზეო,
ვენახთა ხვავით,
ყანის ოქროთი
ეს შემოდგომა
აღავსე, მზეო