შინაარსზე გადასვლა

განთიადზე კი…

ვიკიწყარო გვერდიდან
განთიადზე კი…
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



როცა დაღამდა -
გადადაღავდა
თბილისის არეს
ალების კალა;
ფიქრებით ძველით
სუნთქავდა ველი,
მთაწმინდა იგი
და ნარიყალა.
როცა გათენდა,
გადაადენდა
შუქს ნაძალადევს
მზე შემოდგომის,
გაისმა ვრცელი
ქარხნის გუგუნი
და აიმართა
სასახლე შრომის.
მოიხსენ რიდე!
ან კიდითკიდე
მშრომელი კლასის
გაისმის წყრომა.
დროშით ჩვენს დროში,
ჩვენს სამყაროში,
გუგუნებს შრომა
და მხოლოდ შრომა!