გიორგი სააკაძის სურათზედ
იერსახე
გიორგი სააკაძის სურათზედ ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1910 წელი |
ცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ
მეორე სახე მე მეხატება
შენი ქვეყნისა - საქართველოსი…
რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება:
თუ ვერ ვიგუებთ ვერ შევიფერებთ,
კარგი შვილები რად გვებადება?
შვილის სიკეთე მშობელს შეშურდეს
ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება?!
ცრემლები მახრჩობს, ვეღარას ვამბობ
კარგის დაღუპვა რად გვენატრება
ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა?
ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება…
ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ,
არ გეკადრება, არ გეკადრება!..