დაიჯერე, თუ არ გჯერა
იერსახე
დაიჯერე, თუ არ გჯერა ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
დაიჯერე, თუ არ გჯერა,
რომ ეს გლოვის ზარებია,
არ მინახავს შენი მზერა
და არავინ მყვარებია.
დაიჯერე, თუ არ გჯერა,
მოვიარე მიწის კალთა,
თანა მდევდა ბედისწერა
ჩემთა უგზო ხეტიალთა.