დარჩნენ ქვიშანი
იერსახე
დარჩნენ ქვიშანი ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
იმ გაზაფხულის სავსე ფიალა
გადმოიტოპა.
რა ნიაღვარის იყო გრიალი,
რა წყალდიდობა!
მაგრამ დარჩა იმ გარემოიდან
რამე ნიშანი?
წყალნი წავიდნენ და წამოვიდნენ,
დარჩნენ ქვიშანი...
ასწი ფიალა, სავსე ფიალა!
აქა მშვიდობა!
რა ნიაღვრებმა გადიგრიალა,
რა წყალდიდობამ!
რამე თვითეულს გარემოიდან
შეგვრჩა ნიშანი?
წყალნი წავიდნენ და წამოვიდნენ,
დარჩნენ ქვიშანი!