დღეთა კარებთან ვდგავარ წუხილით
იერსახე
დღეთა კარებთან ვდგავარ წუხილით ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
დღეთა კარებთან ვდგავარ წუხილით,
ელვამ აანთო ცეცხლის ბუგრები,
ცა მემუქრება ჭექა-ქუხილით,
მე დამუნჯებით ცას ვემუქრები.
ელვამ აანთო ცეცხლის ბუგრები,
ხანჯლებს დავფარავ ისევ იებით,
მე მტერს იმავე ხმით ვემუქრები,
რომ მოვა ჩემთან მონანიებით.