ერთ რამესა გთხოვთ, ყორნებო!
იერსახე
ერთ რამესა გთხოვთ, ყორნებო! ავტორი: გოდერძი ჩოხელი |
თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო,
ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ:
როგორც არ უნდა გშიოდეთ,
როგორც არ უნდა გიჭირდეთ,
თვალები არ ამომთხაროთ,
ეს ვაჟკაცობა იტვირთეთ.
რა ვიცი, იქნებ, თვალები
სამარეშიაც დამჭირდეს,
უთვალოდ მნახოს დედამა,
ცხარე ცრემლებით ატირდეს..