ვარ გენია რიმანელი
იერსახე
ვარ გენია რიმანელი ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ვარ გენია რიმანელი,
მესმის ქართა მქუხარება,
მეფინება წვიმა ნელი
და დემონის მწუხარება.
დავიწყებულ სიმებისგვარ
ფერით ოხრავს ვილანელი,
მე მდუმარე გენია ვარ...
და გენია რიმანელი.
ყრუდ ვუსმენდი ლიუციფერს,
ის ბრძოლაში მივანელე,
ვგმობ სამარეს და სიბერეს
მე, გენია რიმანელი.
ვარ გენია რიმანელი,
მესმის გულით მქუხარება,
მეფინება წვიმა ნელი
და დიდების მწუხარება.