ვერხვი (ვაჟა-ფშაველა)
იერსახე
ვერხვი ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
ვაჰმე, რა საბრალო არი
ია, მოსული მთაზედა!
ბეჩავს დააზრობს სიცივე,
ან ელვას დაჰკრავს თავზედა;
ღმერთს მიუცია საწყლისად
მოკლე სიცოცხლის ჟამია,
ქვეყნისა მისგან შვენება
ერთი ბეჩავი წამია.
ია დაიწყებს კდომასა,
დაიქვითინებს: “ვაჰმეო!
თუ გამაჩინე, უფალო,
დიდი დღე რად არ მამეო?”