თრთის დასავლეთი, აწითლებს ზღვას...
იერსახე
თრთის დასავლეთი, აწითლებს ზღვას... ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
თრთის დასავლეთი, აწითლებს ზღვას ზეცის კაშკაში.
ზეცის კაშკაშში არეულა უცხო ხაშხაში.
თანდათან ციდან ძირს ეშვება ღამე სამხრეთის,
ნელი მიბნედით გადივლის ზღვას და მთებში შედის.
- ღამე მშვიდობით! - ამბობს ქალი. ცა მოწამეა.
- ღამე მშვიდობის, მაგრამ განა ახლა ღამეა?
რამ დააღამა?! გულში დილა გათენდა გრძნობის.
დილა მშვიდობის! შენ კი ამბობ: ღამე მშვიდობის!