თუთა
იერსახე
თუთა ავტორი: ანა კალანდაძე |
ლამის სახლში შემოიჭრას თუთა
ლამის თავზე გადამისვას ხელი...
დამიძახებს,თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი,ხე ზურმუხტის ფერი...
რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა?
რა ჩურჩული? დამდაგველი , მწველი
ლამის სახლში შემოვიდეს თუთა,
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი...-