შინაარსზე გადასვლა

იავნანამ რა ჰქმნა?/სამშობლო ღვინისა

ვიკიწყარო გვერდიდან
იავნანამ რა ჰქმნა?
ავტორი: იაკობ გოგებაშვილი
მდევარი
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაში აღწერილია ქართველი გოგონას ლეკთა მიერ მოტაცების ამბავი და ლეკთა და ქართველთა ურთიერთობა.


ვაშლოვანის სტეპი
ვაშლოვანის ნახევარუდაბნო
ვაშლოვანის არიდული ტყე


ბილისიდან რომ აღმოსავლეთისკენ წახვიდე, ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთს გრძელს მთასა, რომელსაც ჰქვია ცივი. ამ ცივის მთაზე რომ ახვიდე და იქით, აღმოსავლეთისკენ, გადაიხედო, შენ თვალწინ ქვემოთ გადაიჭიმება ვეებერთელა ვაკე, რომელსაც ჰფარავს მთელი მწვანე ზღვა ვენახებისა და ზვრებისა. ამ ვაკის ზედ შუა წელზე დაინახავს გრძელს ლაპლაპა ზოლსა, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გავლებულსა. ეს სწორე ვაკე არის კახეთის ველი, ლაპლაპა ზოლი კი – მდინარე ალაზანი, რომელიც კახეთს ჰყოფს ორს, თითქმის თანასწორ ნაწილად: აქეთა ნახევარს ჰქვია გამოღმა მხარი, იქითას – გაღმა მხარი. გაღმა მხარს საზღვრად უძევს აღმოსავლეთის დიდი და მაღალი მთები და ესენი ჰყოფენ კახეთს დაღესტნისაგან, რომელიც იწყება ამ მთებს იქით.

თუ გაღმა მხარისაკენ თვალს დააკვირვებ, ერთს ადგილას მთის ძირში გაარჩევ დიდს ღელეს, ღრმად შევარდნილს მთაში. ეს ღელე ახლა სახნავ-სათესი ადგილია, მაგრამ რომ ახლო მიხვიდე და კარგად გასინჯო, მიწების მიჯნაზე და განაპირას ადვილად შეამჩნევ ქვიტკირის ნაშთებსა. ეს ნაშთები უტყუარი ნიშნებია იმისა, რომ ეს ადგილი ნასოფლარია. სოფელი ვაშლოვანი

დიახ, ძველს დროში სწორედ ამ ადგილას ჰყვაოდა კარგა მოზრდილი სოფელი, რომელსაც ვაშლოვანი ერქვა. დასავლეთით ამ სოფელს ერტყა ზვრები და ვენახები, ხოლო აღმოსავლეთის მხრივ ის თითქმის ეხებოდა ხშირსა და აყრილს ტყეს, რომლითაც შეფენილი იყო მთა. ამ ხშირის ტყის წყალობით შიგ შუა გულს სოფელში მიწითგან შადრევანივით ამოჩუხჩუხებდა ვეებერთელა ანკარა წყარო, რომლის ყინულივით ცივი წყალი იყო საკვირველი სასმელი მთელი სოფლისა. შენობანი სოფლისა სულ ქვიტკირისანი იყვნენ და ჰმოწმობდნენ, რომ სოფელი შეძლებული იყო. მართლაც, მაშინ ვაშლოვანმა და მთელმა კახეთმა არ იცოდა, რა იყო ვაჭრის ვალი, რომელშიაც ეხლა კახეთი ჩაფლულია.

ვაშლოვანის ნაპირას, აღმოსავლეთით, ტყის ახლო, იდგა მშვენიერი ორსართულიანი სასახლე, ირგვლივ შემკული ლამაზი მოაჯირებითა. ეს სასახლე ეკუთვნოდა თავად ლუარსაბ ქართველაძესა, რომელიც განთქმული იყო მთელს კახეთში თავისი სიმდიდრით და პურადიბით. ცოლად მას ჰყავდა ქართლიდან მოყვანილი ქალი მაგდანი. აგებულებით სუსტი მაგდანი იყო სწორედ ოქროს გულის პატრონი. მათს სახლში ყოველდღე იმდენი საჭმელი კეთდებოდა, რომ ორ-სამ სახლობას ეყოფოდა, მაგრამ ხშირად დააკლდებოდათ ხოლმე საჭმელი და გაუმაძღარნი რჩებოდნენ. ამის მიზეზი იყო მეტად კაცთმოყვარე გული მაგდანისა. ის უხვად უგზავნიდა თავისი სახლიდან სანოვაგეს ყოველს ავადმყოფსა, ღარიბსა და გაჭირვებულსა. ამასთან მაგდანას ჰქონდა საოცარი ხმა და განთქმული იყო მთელს იმ მხარეში თავისი მშვენიერის სიმღერით. მისი ხმა და სიმღერა ისე ღრმად მიდიოდა კაცის გულში, ისეთი სიამოვნების ჟრუანტელს დაასხამდა, რომ ვინც კი მას მოისმენდა, თავის სიცოცხლეში აღარ დაავიწყდებოდა. ზურაბმაც მშვენივრად იცოდა თარზე დაკვრა. როცა ქმარი უკრავდა თარზე და ცოლი დამღეროდა, ყური ამაზე უკეთესს ვერას გაიგონებდა.

ზურაბი და მაგდანი სულ ხუთი-ექვსი წლის ჯვარდაწერილნი იყვნენ. შვილად ჰყავდათ ერთადერთი ქალი – ქეთო, რომელიც მესამე წელიწადში იდგა. მეტად საყვარელი ბავშვი იყო ქეთო: ლამაზი, თეთრი ბამბის ქულასავით, ცქრიალა, მხიარული და უღალავი მოტიკტიკე. ამასთან ქეთოს საშინლად უყვარდა თავისი დედის სიმღერა, ხშირად ამღერებდა და სულგანაბული ყურს უგდებდა მთელი საათობით. კაცს სწორედ ჩასაყლაპავად მოუნდებოდა ეს ბავშვი. დედ-მამას მასზე ამოდიოდა მზე და გაგიჟებით უყვარდა. ლეკები კახეთში

ვაშლოვანში და საზოგადოდ კახეთში მაშინდელს დროში ხშირად დაიარებოდნენ ლეკები. ძველის დროიდან დაღესტანსა და საქართველოს შორის ტკბილი განწყობილება არსებობდა, დიდი მეგობრობა სუფევდა. ყოველს საქართველოს მტერს დაღესტანი მტრობას უწევდა; ყოველს საქართველოს მეგობარს მოყვრულად ეპყრობოდა. არავის არ ახსოვდა, რომ ლეკები როდესმე საქართველოს დასცემოდნენ და ჩხუბი აეტეხნათ ქართველებისათვის. ლეკები მტრად გაუხდნენ ქართველებს შემდგომში, როდესაც მაჰმადიანობა მიიღეს და საქართველომ მართლმადიდებელის რუსეთისაკენ გაიწია. ძველს დროში კი დიდის პატივისცემისა და გულითადის მეგობრობის მეტი ქართველებს ლეკებისაგან არა მოაგონდებოდათ რა. ამ მეგობრული მეზობლობის გამო ლეკები თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ კახეთში, უმეტეს ნაწილად სავაჭროდ. გასაყიდად გამოჰქონდათ უფრო ნაბდეულობა და იარაღეულობა, რომლის კეთებაში განთქმულნი იყვნენ. ქეთოს მოტაცება

სოფელს ვაშლოვანში დაიარებოდა კაი ხნიდან სავაჭროდ ორი ბაჯაჯგუნა ლეკი. ესენი ისე წყალწაღებულები იყვნენ, რომ თვითონ ლეკებსაც აბუჩად ჰყავდათ აგდებულნი. ამიტომ მათგან ცუდი საქმის გაბედვას არავინ არ მოელოდა; მაგრამ მალე მათ გაამართლეს ქართული ანდაზა: თავჩაღუნული – კუდაბზეკილიო...

ერთხელ ერთმა ლეკთაგანმა თავის ამხანაგს უთხრა:

იცი, რა აზრი მომივიდა! რამდენი ხანია, რაც ჩვენ სავაჭროდ დავიარებით, მაგრამ რა გამოვიდა? ისევ ისეთივე ღატაკები ვართ, როგორიც ვიყავით, ისევ ისეთივე ძაღლური ცხოვრება გვაქვს, როგორიცა გვქონდა. სხვაფრივ კი რომ მოვიქცეთ, ერთბაშად გავმდიდრდებით და მოვრჩებით ამდენ ვაივაგლახსა და ლაწლაწსა.

თარგი:ციტირება

ამხანაგსაც მოეწონდა ეს აზრი და გადასწყვიტეს, რომ თვალი ადევნონ და, რა წამს იგდონ ხელში მოხერხებული დრო, მოსტაცონ ჩუმად ქართველაძეს ქეთო და ტყვედ წაიყვანონ დაღესტანში.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ სოფელ ვაშლოვანს აღმოსავლეთით ეკრა დიდი, ატეხილი ტყე, ამ ტყის პირას ხშირად სეირნობდა ხოლმე ქართველაძის სახლობა, რადგანაც სახლი იქვე ახლო ედგათ. ერთხელ ქეთოს გამდელმა საღამოს ჟამს ამ ტყისაკენ გამოისეირნა და თან ჰყავდა პატარა ქეთოც. ტყეს რომ მიუახლოვდნენ, ბავშვმა ხის ქვეშ ჩიტი დაინახა და გაექანა: ჩიტმა ისკუპა და იქით ხეებში გაფრთხიალდა, ბავშვიც უკან დაედევნა.

ამასობაში ქეთო კარგა შორს წავიდა ტყეში, გამდელიც უკან მისდევდა. უცებ საიდანღაც გაჩნდა ლეკი, მივარდა ქეთოს, სტაცა ხელი, მეორე ხელი პირზე დააფარა და გაიტაცა, გამდელმა დაყვირება ვერ მოასწრო, რადგან ამ დროს მეორე ლეკმა თავში კეტი დაარტყა და უსულდგმულოდ დასცა მიწაზე. გაიტაცეს ქეთო და წაიყვანეს.