შინაარსზე გადასვლა

იდიდე, სამშობლოვ, იდიდე!

ვიკიწყარო გვერდიდან
იდიდე, სამშობლოვ, იდიდე!
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


ბუმბერაზ ზღვის კიდე,
ცის კიდე.
ომია, ღელვა თუ სიმშვიდე,
იდიდე, იდიდე, იდიდე!
იბრძოდე, სჭედავდე თუ მკიდე -
წინაპრებს ჰბაძავდე სიკვდიმდე,
დედაო ქართლისავ, გმირთ ზრდიდე -
იდიდე, იდიდე, იდიდე!
მრავალწელს მუხანათს შიშს ჰგვრიდე,
იმრავლე, იცოცხლე, იმკვიდრე!
ჩანგები გულისკენ მიზიდე,
იდიდე,
სამშობლოვ,
იდიდე!