იმერეთს
იერსახე
იმერეთს ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1913 წელი |
ერთხანად ჩემო მძრახაო,
ლიხს-აქათურო დედაო!
გხედავ, რომ შამრიგებიხარ,
მით შენთან სალამს ვბედაო.
შაერთებულად შენშია
ქართლსა და კახეთს ვხედაო.
ფარ-ხმალო საქართველოსავ,
სხვაცა გბაძავდეს, ნეტაო!
ის მომწონს, თავის ქვეყნისა
კარებს რო მაგრა ჰკეტაო.
ვნება ნუ ასცდეს, სავნებლად
ვინაც შენ გაგიმეტაო!