იყალთოში
იერსახე
იყალთოში ავტორი: ანა კალანდაძე |
აქ სიჩუმეა, მზე და სიჩუმე
გულთამკოდავი,
მაღლა, ხის წვერზე სადღაც ხმაურობს
ჭრელი კოდალა...
მზე კაშკაშებს და... გადიშრიალეს
შავთა ღამეთა...
ალაზნის ველზე ნათლის სვეტივით
დგას ალავერდი...
და, როგორც ტყეთა მოუსვენარი
სული, მშფოთავი,
სადღაც ხმაურობს,
სადღაც ქოთქოთებს
ჭრელი კოდალა.
1956 წ.