ი. ა.
იერსახე
ი. ა. ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
1915 წელი |
ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით,
და მწუხარების მალენიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.
შეშლილი სახით კიოდა ქუჩა:
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,
და გაისმოდა დების სიმღერა.