ლოცვა (ილია ჭავჭავაძე)
იერსახე
მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენს წინა!
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა!
არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა!
არამედ მსურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული!
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული!
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან!
გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!
'1858, 17 ივლისი/ტიარლევო '