მაღალ მთაზედა ავაგე სასახლე ახალ-ახალი
იერსახე
მაღალ მთაზედა ავაგე სასახლე ახალ-ახალი ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
მაღალ მთაზედა ავაგე
სასახლე ახალ-ახალი,
ლითონზე უფრო მაგარი,
პირამიდებზე მაღალი.
ხალხისთვის სამარადისო,
ღიაა მისი კარები:
მე მის უსაზღვრო სიყვარულს
და ნდომას დავემყარები.
მასში პოეტის უკვდავი
დიდება დაისადგურებს,
ვერც დრო, ვერც ჟამთა სიავე,
ვერც ქარი გაანადგურებს.