მეტეხი იდგა რუხი, პიტალო
იერსახე
მეტეხი იდგა რუხი, პიტალო ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ცა - დასავლეთი აღვივებდა ღრუბელთა ღუმელს,
მეტეხი იდგა რუხი, პიტალო.
შემოდგომის დღე მისცემოდა უსაზღვრო დუმილს,
მთაწმინდა - მშვიდი და მოყვითალო.
წიგნის გვერდები ჩამოშლილი და არეული
ინახავს ამ დღეს ჩუმი, ცბიერი.
მასში მარხია მოჩვენება სიზმარეული,
სული შეშლილი და ბედნიერი.