მეტეხს იქით ცა, აჰა, ნათლდება
იერსახე
მეტეხს იქით ცა, აჰა, ნათლდება ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
მეტეხს იქით ცა, აჰა, ნათლდება,
მზე ეფინება მიდამო არეს
და როგორც მთელი ქვეყნის ვედრება,
აწყდება ძველი თბილისის კარებს.
მოსვენებისგან ახლა რას ელი,
სამარადისო რას მოგცემს ძილი?
ახალი დროის დასაწყისია,
ყოველ მხრიდან - ხმა, ყველგან - ძახილი.