ოქროს ნავით
იერსახე
ოქროს ნავით ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ოქროს ნავს
მიესაჭა რა,
ლაჟვარდი
ნამის მწოვარე,
შენს მთებზე,
ჩვენო აჭარავ,
ცაა და მისი
მთოვარე.
მივდივარ ზღვის პირს,
თვალი რბის
და აღტაცებას
ვერ ვფარავ,
აჭარავ,
ცხადი ოცნების
თვალ-მარგალიტო
აჭარავ!