საით გამორბის წყალუკა თეთრი?
იერსახე
საით გამორბის წყალუკა თეთრი ავტორი: ანა კალანდაძე |
1945 წელი |
და სასაფლაო, დუმილს რომ ერთვის,
მუხლებს მოიყრის ნაძვთა ფეხთითა...
საით გამორბის წყალუკა თეთრი?
ნუ დაასველებს ნეშტთა კეთილთა...
თუ ესალბუნის ცრემლდაშრეტილთა
თეთრ ანგელოსებს? ლიკლიკი მკვეთრი
ისმის მინდორზე... წყალუკა თეთრი
ხომ არ დასტირის ნეშტთა კეთილთა?