შინაარსზე გადასვლა

ქეიფი

ვიკიწყარო გვერდიდან
ქეიფი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1886 წელი


დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია,
თვალთწინ დამიდგეს ლამაზი,
ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,
დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,
გადავერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს,
სიკვდილი მიჯობს ცდაშია.
ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია!

მოძიებულია „https://ka.wikisource.org/w/index.php?title=ქეიფი&oldid=3733“-დან