შინაარსზე გადასვლა

ღამე (ილია ჭავჭავაძე)

ვიკიწყარო გვერდიდან
ღამე
ავტორი: ილია ჭავჭავაძე


როცა ყაყანი ქვეყანისა სრულად მისწყდება
და აღარ ისმის ბოროტების ხმა მოსაწყენი,
როს მძინარ სოფელს კამარა ცის ზედ გარდეშლება, —
სამხრეთის ღამევ! მაშინ მიყვარს ყურება შენი.

1857 - 1861 წ.