შინაარსზე გადასვლა

ყანჩაეთის ჟამნ-გულანის ქრონიკები

ვიკიწყარო გვერდიდან

1444 - აქა კოსტანტიპოლი დაიჭირეს ურუმთა და სრულიად საბერძნეთი.

1485 - აქა ყაენი მოვიდა და სამცხე ამოსწყდა. ახალციხე და აწყუერი აიღეს და აწყურის ღთისმშობელი დაატყუევეს.

1498 - აქა დიდი ყუარყუარე მიიცვალა.

1500 - აქა ძე ყუარყუარესი ქაიხოსრო მიიცვალა.

1513 - აქა ქართლის მეფე დავით და კახი მეფე გიორგი შეიბნეს მუხრანს და გიორგი მეფე მოკლეს. ძალისს შეიბნეს.

1516 - აქა პატრონი მზეჭაბუკ მიიცვალა.

1534 - ამა ქ~კსა არის დასაბამითგან წელნი 6022 ვიდრე აქამომდე.

1535 - აქა მურჯახეთს შეიბნეს.

1539 - აქა სომეხნი შეიშალნეს და თევდორობის კვირა ჭამეს.

1543 - აქა იყო ქარხაქის ომი. ურუმნი მოვიდეს, ტაო ამოსწყვიდეს და ბაგრატ მეფემან გაიმარჯვა და მრავალნი ამოსწყვიდნა.

1550 - აქა ტაოს ქვეყანა დაიჭირეს ურუმთა.

1553 - აქა არტანუჯი წაართუეს.

1554 - აქა დიასამიძე და ვახუშტ დაიჭირეს. და ამავე ქკ~სა შასთამაზ ყაენი ქართლს მოვიდა და მოსწყვიდა ქუეყანა ქართლისა. და მეფე იმერეთ წავიდა.

1561 - აქა ომი ციხედიდს იყო და მოკლეს ძე მეფისა ლეონისა გიორგი.

1566 - აქა დიდი ჟამი შეიქმნა.

1569 - აქა მეფე სვიმონ დაიჭირეს ომში ყიზილბაშთა.

1574 - აქა პატრონი ქაიხოსრო ყაზმირს მიიცვალა.

1579 - აქა ლალა ფაშა გამოვიდა.

1580 - აქა სინამ ფაშა გამოვიდა.

1583 - აქა პატრონს მანუჩარს აწყუერს უღალატეს და გაემარჯუა.

1594 - აქა დედოფალი თინათინ გარდაიცვალა.

1599 - აქა მეფე სვიმონ დაიჭირეს ურუმთა.

1604 - აქა მოკლა კახმან კოსტანტინე მამა და ძმა და თუესა მეშვიდესა მოკლეს კახთა მკვლველი მამისა და ძმისა კოსტანტინე.

1609 - აქა თათარხანი მოვიდა ქართლს და ლუარსაბ მეფემან გაიმარჯვა.

1616 - აქა ბატონმა თაიმურაზ გაიმარჯვა ყიზილბაშზა.

1613 - აქა ლუარსაბ მეფე ყაენთან წავიდა თუესა აგვისტოსსა.

1624 - ამა ქორონიკონსა არიან დასაბამითგან წელნი 7131. აქა ყორჩიბაში მოვიდა და დიდი ომი იყო.

1627 - აქა ბატონმა თაიმურაზ გაიმარჯვა მოურავზედა.

1635 - აქა ხუანთქარი გამოვიდა და ერევანი აიღო.

1645 - აქა გურიელის შვილი ოტია მიიცვალა.

1648 - აქა არჩილ დაიბადა ძე შაჰნავაზისა. აქვე ბატონისშვილი დათუნა მოკლა როსტომ მეფემან.

1658 - აქა როსტომ მეფე მიიცვალა. აქვე მეფედ დაჯდა ბატონისშვილი ვახტანგ.

1659 - აქა მოათხოვა დადიანმა ვამიყ ასული თვისი მეფესა შანავაზს ძისა თვისისათვის, 1660 და მეორესა წელსა სხვათა მიათხოვა იგი.

1662 - აქა მეფე შაჰნავაზ მიუხდა დადიანსა ვამიყს, რომელსა ეპყრა იმერითი და ოდიში. დადიანი მიკლეს. მისი ცოლი და შვილი წამოასხა. იმერითი და ოდიში დაიჭირა. გურიელი და აფხაზი ეყმო. იმერეთს გააბატონა ძე თვისი არჩილ. და ოდიშს დადიანი შამადავლე და მოვიდა მშვიდობით სამეფოსა თვისსა ზედა მრავლისა ურიცხვითა ლარითა აღსავსე.

1664 - აქა მობრძანდა ანტიოქის პატრიაქი მაკარიოზ.

1665 - აქა მობრძანდა ალექსანდრის პატრიაქი პაისიოს და სინის მთავარებისკოპოსი ანანია.

1677 - ამა ქ~კსა მიიცვალა განძლიერებული და აღმატებული სხვათ დიდი მეფე შაჰნავაზ.

1679 - ამა ქ~კსა დაჯდა მეფედ ძე მეფისა შაჰნავაზისა ჰქართლს ბრძენი და ღვთის მოყუარე გმირი და ლომგული გლახაკთა და დავრდომილთა ხელისამპყრობელი ბერთა და მღდელთა დიდად პატივის მიმღები. მშვიდი და ლმობიერი მეფე გიორგი. იანვარსა 15.

1688 - ამა ქ~კსა მობრძანდა ერეკლე მეფე ქართლს ბატონად და გაბატონდა.

1691 - ამა ქორონიკონსა ქართველნი მეფე ერეკლეს უკუდგნენ.

1693 - ამა ქორონიკონსა კახნი და ქართველნი შეიბნენ (ლილოს)ზე და კახთ გაეემარჯვათ და ამავე ქორონიკონსა თვესა მესამესა კ(ულავ) კახთ გაემარჯვათ ქართველთა ზედა თიანეთის ქედზედ.

1702 - აქა ვახტანგ ბატონისშვილი იმერეთიდამ მოვიდა.

1703 - აქა მობძანდა ლევან ძე მეფის შანვაზისა.