(დგება თეთრი დღეები...)
იერსახე
დგება თეთრი დღეები... ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
1922 წელი |
დგება თეთრი დღეები,
რიდეების სეზონი;
გაჩნდნენ ორხიდეები
ყოვლად უმიზეზონი.
ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით;
სულში ნისლის ტბებია
და ქაოსის მხატვარი,
სადაც ვეღარ თბებიან
ფრთები ნამკათათვარი.