(ელვარე და ლომფერი...)

Wikisource გვერდიდან
ელვარე და ლომფერი...
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1915 წელი


ელვარე და ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი.
მაგრამ თვალმა დათვალა
მზე ბევრი და ცხრათვალა.
ო, მზით გადანაცარო,
ცხრა მუხა და ცხრა წყარო.
რუსთაველი - ხანია,
ისიც ცხრა ანბანია.
ვნება იყო ღვარული
ჩემი ცხრა სიყვარული.
ოდეს გნახე, ლომფერი
იყო ცხრა ოქტომბერი.

თარგი:PD-US-1923-abroad/KA