(როდესაც მზეი...)
იერსახე
(როდესაც მზეი...) ავტორი: ანა კალანდაძე |
1945 წელი |
როცა მზეი თბილი სხივით
მინდვრებს შემოსავს
და ცვარნაპკური შეირხევა
მთაზე მოცხარი,
ნინოს ნათელი დაადგება
საქართველოსა,
ქვაბში ჩურჩულით გადაიწერს
პირჯვარს მოძღვარი...