(ტყემ პირსაბური ჩამოიცილა...)
იერსახე
| (ტყემ პირსაბური ჩამოიცილა...) ავტორი: ანა კალანდაძე |
| 1945 წელი |
ტყემ პირსაბური ჩამოიცილა,
გზას მიჰყვებიან ჩუმად არყები...
გამოიღვიძებს სადღაც ყაყაჩო
და ჩუმ ბილიკებს ისიც გაჰყვება...
უამრავ ლერწმის გაუვალ ტევრში
ქარი ჩაბღავლებს ვეფხის ნატოტარს,
ჩაფრინდებიან სხივები ტყეში
და შეაშრება ცრემლი მათოთას...