1722 წ. წარწერა ქვემო ჭალის ღვთისმშობლის ეკლესიის ჯვარზე
იერსახე
შესავალი
[რედაქტირება]ქვემოთ მოტანილი წარწერა განთავსებული იყო ქვემო ჭალის ღვთისმშობლის დაბადების ეკლესიაში დაცულ გროგოლ ღვთიმეტყველის გამოსახულებიან პატარა ვერცხლის ჯვარზე. აღნიშნული წარწერა გადმოღებულია 1898 წელს ქვემო ჭალის სასწავლებლის გამგის ალ. მიქელაძის მიერ.
წარწერის ტექსტი
[რედაქტირება]"ჩვენ, გივის ამილახვრის, ძემ გიორგიმ ეშიკაღაბაშმა მოვაჭედინეთ ხატი ესე წმიდის გრიგოლისა სულისა ჩვენისა სახსრად ქორონიკონს 410 (1722 წ.)."
შენიშვნები
[რედაქტირება]ამ წარწერაში მოხსენიებული პირები ყოველგვარ ეჭვს გარეშე არიან გივი იოთამის ძე ამილახვარისა და თამარ ბატონიშვილის ვაჟი, გიორგი ეშიკაღაბაში.
პუბლიკაცია
[რედაქტირება]1.Сборник материалов для описания местностей и племен кавказа - вып.XXIX - Тиф.1901 - Отд.II - стр.42