1774 წ. წარწერა ქვემო ჭალის ღვთისმშობლის ეკლესიაში
შესავალი
[რედაქტირება]ქვემოთ მოტანილი მხედრული წარწერა განთავსებული იყო ქვემო ჭალის ღვთისმშობლის დაბადების ეკლესიაში შესასვლელის თავზე.
აღნიშნული წარწერა გადმოღებულია 1898 წელს ქვემო ჭალის სასწავლებლის გამგის ალ. მიქელაძის მიერ.
წარწერის ტექსტი
[რედაქტირება]მარიამ ღვთისმშობელო..."შენის შეწევნით აღვაშენე ამილახვარმან ავთანდილის ძემ, თვით ამირინდო ამილახვარმან საყდარი ესე ყოვლად წმიდის შობის, სულის ხსნისათვის და ჩვენის ვახტანგის ასულის ელენეს სადღეგრძელოთ. ჰოი, ყოვლად დედაო ქრისტესო, შეიწირე ესე ნამუშაკევი ჩვენი, მეოხ გვეყავ წინაშე ძისსა ღვთისა. სეკტემბრის ექვსსა, ქორონიკონს 462 (1774 წ.)."
შენიშვნები
[რედაქტირება]წარწერის მიხედვით გაურკვეველია "ვახტანგის ასული ელენე" რა დამოკიდებულებაშია ამირინდოსთან. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ელენე უნდა იყოს ვახტანგ VI-ის ასული და იგი უნდა იყოს ამირინდო ამილახორის მეუღლე. ეს ელენე უნდა იყოს თამარ დედოფლის 1737-1738 წწ. წერილში მოხსენიებული ელენეც და პაპუნა ორბელიანთან ნახსენები ელენე ბატონიშვილიც.
ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება იური ჩიქოვანის ცნობა, რომ ამირინდო ამილახვარს ცოლად ჰყავდა საზვერელ ჩოლოყაშვილის ასული ელენე, მაგრამ ამ ცნობის წყარო შესამოწმებელია.
პუბლიკაცია
[რედაქტირება]1.Сборник материалов для описания местностей и племен кавказа - вып.XXIX - Тиф.1901 - Отд.II - стр.39