შინაარსზე გადასვლა

A-1737 ხელნაწერის ანდერძ-მინაწერები

ვიკიწყარო გვერდიდან




ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები






A-1737 ხელნაწერის აღწერილობა

[რედაქტირება]

A-1737 ხელნაწერი წარმოადგენს 249 ფურცლიან პატარა ზომის (14X10) კრებულს, რომელიც გადაწერილია 1515 წლის ახლო ხანებში.

A-1737 ხელნაწერის ანდერძ–მინაწერები

[რედაქტირება]

ქეთაონ ყოფილი ქრისტინეს მოსახსენებლები

[რედაქტირება]
  • "წ~ო ეფრემ! შეიწყალე პატრონი ქეთაონ და პატრონი ვახუშტ, აქასა ამას ყოფასა და მერმესა დაუსრულებელსა ნათელსა პირისა შენისასა ღირს ყავნ და ძენი და ასულნი მათნი მშვიდობით და ამოდ ამყოფე". - [132 r.]
  • "ღმერთო მამათა ჩ~ნთაო... მშვიდობით დღეგრძელობით წარჰმართე და მრავალჟამთა ამოდ და სუფევით ამყოფე პატრონი ქეთაონ და ნუ უზამ მისთა მტერთა გულისასა. აქა, სააქაოს ადღეგრძელე და მას საუკუნესა აცხოვნე და ამისსა უცებად მჩხრეკელსა, ამა მორჭმულისა და ღ~თის მოყ~რისა და გლახაკთ–მოწყალისა პატრონისა გაზრდილსა ნაუასძესა ზებედეს შ~ნს ღ~ნ". - [137 r–v.]
  • "ღმერთო... შეიწყალე ორსავე შინა ცხოვრებაისა დიდისა და წარჩინებულისა მეფეთ–მეფისა ასული [დიდებული] დედოფალი, ყოვლისა დაბადებულისა უპირატესი პატრონი ქეთაონ. ამინ, რომლისა ბრძანებითა დაიწერნეს წმიდანი ესე წიგნნი". - [210 r.]
  • "წმ. ბასილი! მეოხ, მცველ და მფარველ მეყავნ მოსავსა შენსა და მადიდებელსა პატრონსა ქეთაონს! ძეთა ჩემთა ყოველთავე". - [212 v.]
  • "დამიფარე ცოდვილი და უღირსი მონა შენი ქეთაონ".- [213 v.]

  1. ჩამატებულია: და და ვახუშტ ყოფილი ვასილიოს და ძე მათი ამუან და და მათი პატრონი ელენე და მათი დედა ეკატირინე
  2. ჩამატებულია: პატრონის ქეთაონ ყოფილისა ქრისტინასსა და მათისა სიძისა სფირიდონისასა. ამინ"
  3. ჩამატებულია: და ვახუშტ ყოფილსა ვასილიოსს და ძესა მათსა ამოანს დასაი მათსა ელენეს
  4. ჩამატებულია: დედასა ჩემსა თამარს და ძესა მათსა ვახტანგ ყოფილს ვარსიმეს.
  5. ჩამატებულია: ძმასა მათსა იაკობს
  6. ჩამატებულია: ვასილიოს და ძესა მათსა ამოანს, დასა მათსა ელენეს.

პუბლიკაცია

[რედაქტირება]